|
2023-12-04 17:15:56, 807 ნახვა
საზოგადოება
ბურჭულაძე ჯარისკაცების სამოსზე - მობრძანდით, აიღეთ ჩვენი სპორტული და ნახეთ, თუ რომელიმე ბრენდის ხარისხს ჩამოუვარდება
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ "ტვ პირველის" ეთერში გასულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ქართულ ჯარს უხარისხო ფორმები მიეწოდება, "რადიკალური სიცრუე" უწოდა. ბურჭულაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან "დელტა ტექსტილზეც" ისაუბრა და აღნიშნა, რომ სსიპ-ის მიერ დაფუძნებული შპს სამართლებრივად მიღებული პრაქტიკაა და შესაბამისად, შესაძლებელია მისი კომერციული მიზნებისთვის გამოყენებაც. "გამახვილებული იყო ყურადღება ჩვენი სანივთე ქონების ხარისხზეც, რაც ასევე რადიკალური სიცრუეა. ჩვენ პანდემიის პერიოდმა დაგვანახა, რომ აუცილებელია, სახელმწიფოს საწარმო ჰქონდეს. კორონას პერიოდში ძალიან გაგვიჭირდა, ბევრი თურქული საწარმო დაიხურა, ბევრმა წარმოება შეამცირა. რაღაც პერიოდში საჭირო ნივთების მიღება გაგვიჭირდა. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება და შევიძინეთ უკვე ამუშავებული საწარმო, სადაც 100 თანამშრომელი იყო და დღეს 600-მდე ადამიანია დასაქმებული. მობრძანდით, აიღეთ ნებისმიერი ტანსაცმელი, მაგალითად, ჩვენი სპორტული და ნახეთ, თუ რომელიმე ბრენდის ხარისხს ჩამოუვარდება... რაც შეეხება „დელტა ტექსტილს", აქ იმხელა მოთხოვნაა საზოგადოებისგან, თუნდაც ჯარისკაცების ახლობლებისგან და იმდენად მოსწონს ყველას წარმოებული პროდუქტის ხარისხი, რომ "ონლაინ" მაღაზიის გაკეთებასაც ვფიქრობთ. ზოგადად, პოპულარიზაციისთვისაც ცუდი არ იქნება, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ეცმევათ სპორტულები, რომლებსაც თავდაცვის სამინისტრო ან თავდაცვის ძალები ეწერება“,- თქვა ბურჭულაძემ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)