|
2023-12-04 12:27:31, 613 ნახვა
საზოგადოება
მასშტაბური საახალწლო ფესტივალი „ბიბლუსი ჯგუფისგან“ - ყველაფერი, რასაც ახალი წელი მოჰყავს
7-10 დეკემბერს, საქართველოში პირველად, მასშტაბური საახალწლო ფესტივალი „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გაიმართება. საახალწლო პროდუქციის გრანდიოზული გამოფენა-გაყიდვა „ბიბლუსი ჯგუფის“ ორგანიზებითა და „თიბისისა“ და Visa-ს მხარდაჭერით მოეწყობა. პროექტის მიზანია, ერთ სივრცეში თავი მოუყაროს საახალწლო და სასაჩუქრე პროდუქციის სრულ ასორტიმენტს, მომხმარებლებს გაუმარტივოს საახალწლო სამზადისი და შეუქმნას სადღესასწაულო განწყობა. ფესტივალზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი პროდუქცია და განსაკუთრებული საახალწლო შეთავაზებები დახვდებათ - ნაძვის ხეების, საახალწლო აქსესუარების, სათამაშოების, თავის მოვლის, ტექნიკის, პარფიუმერიის, ტკბილეულის, სასმელებისა და სხვა მრავალი მიმართულებით. „ბიბლუსი ჯგუფის“ მიერ შეთავაზებული პროდუქციის შეძენა სტუმრებს სპეციალური პირობით შეეძლებათ. 40%-მდე ფასდაკლებულ ნივთებზე „თიბისის“ Visa ბარათებით გადახდის შემთხვევაში, დამატებით მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს მომენტალურად დაიბრუნებენ. თანხის დაბრუნება შესაძლებელი იქნება ბიბლუსის, პეპელასა და XS სათამაშოების ნებისმიერ პროდუქციაზე. რაც შეეხება ფესტივალზე წარმოდგენილ სხვა კომპანიებს, რომელთა შორის, ტექნიკის, თავის მოვლის, კვებისა და სხვა მიმართულებების წარმომადგენლები არიან, ისინი ვიზიტორებს სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებასა და აქციას შესთავაზებენ. საინტერესო და შთამბეჭდავი იქნება ფესტივალის ვიზუალური მხარეც. „ბიბლუსის“ სივრცე დაყოფილი იქნება სხვადასხვა ფერისა და თემატიკის საახალწლო ოთახებად. ხოლო, „თიბისი“ და Visa-ს ერთობლივ სივრცეში საინტერესო სიურპრიზებით გიმასპინძლებთ. წარმოდგენილი პროდუქციისა და განსაკუთრებული შეთავაზებების გარდა, „ექსპო ჯორჯიაში“ მისული მომხმარებლების საახალწლო განწყობის ამაღლებას სპეციალური გასართობი პროგრამაც უზრუნველყოფს. ორგანიზატორები ფესტივალის სტუმრებს ოთხი დღის მანძილზე სხვადასხვა აქტივობით დატვირთულ, საინტერესო პროგრამას უმზადებენ. არ გადადოთ თქვენი საახალწლო საყიდლები ბოლო დღისთვის! ესტუმრეთ „ბიბლუსის“ საახალწლო ფესტივალს, სადაც ნამდვილი სადღესასწაულო სამზადისი და ყველა სასურველი პროდუქცია ერთ სივრცეში დაგხვდებათ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)