|
2023-12-04 09:53:56, 664 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ტელეკომპანია „პირველი“ აგრძელებს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომლის მიზანია თავდაცვის ძალების, სახელმწიფო სტრუქტურების და უწყების წარმატებული რეფორმების დისკრედიტაცია, რაც სრულიად ანტისახელმწიფოებრივი მოვლენაა და მიზნად ისახავს ჯარში წასვლის მსურველთა შეცდომაში შეყვანას,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თავდავის სამინისტრო ავრცელებს. უწყების განცხადების თანახმად, როდესაც აღნიშნულმა ტელევიზიამ თავდაცვის მინისტრის ოჯახის წევრებზე აბსურდული ინფორმაცია გაავრცელა, უწყებამ ეს უპასუხოდ დატოვა, "თუმცა, ახლა საქმე ეხება ქართულ ჯარს და სახეზეა ჯარის იმიჯის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა". "ამჯერად, ტელეკომპანიამ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია თავდაცვის ძალების საკვების მომარაგებაში ხარისხთან დაკავშირებული ხარვეზებისა და უნიფორმების შესახებ. აღნიშნულ სიუჟეტში, სამწუხაროდ, გამოყენებული იყო აბსოლუტურად ობიექტური წყაროს და ფაქტების დასახელების გარეშე ცრუ ინფორმაცია. ნიშანდობლივია, რომ კვების და უნიფორმის კონტროლი გაძლიერდა 2020 წლიდან და ამის ერთ-ერთი დასტურია ხარისხის კონტროლის ცალკე დეპარტამენტის შექმნა. ხორცის ყოველდღიური რაციონის ნორმა 250 გრამიდან 480 გრამამდე გაიზარდა და გამრავალფეროვანდა სამხედროებისთვის განკუთვნილი მენიუ. მინისტრის აქტით, პირველი ხარისხის ხორცი შეიცვალა უმაღლესი ხარისხით, მათ შორის ნედლი გაუყინავი საქონლისა და ღორის ხორცით. ასევე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამხედროების უნიფორმისა და ფეხსაცმლის ხარისხი. არასდროს 2020 წლამდე ჩვენს ჯარს მასიურად არ ამარაგებდა გერმანული ფეხსაცმლის მწარმოებელი მსოფლიოში საუკეთესო ბრენდები. სამწუხაროა, რომ აღნიშნული ტელევიზია მიზანმიმართულად ცდილობს თავდაცვის ძალების და ზოგადად, ჯარში სამხედრო სამსახურის მიმართ დაამკვიდროს ნეგატიური განწყობები და სტერეოტიპები, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის თავდაცვის გამოწვევებს და ჯარის გაძლიერებისკენ მიმართულ მიმდინარე რეფორმებს. უწყება მზად არის ნებისმიერ დროს, წინასწარ, ობიექტის დასახელების გარეშე დაინტერესებულ მხარესთან ერთად ჩაატაროს კვების მონიტორინგი",- აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)