|
2023-12-02 13:56:44, 802 ნახვა
საზოგადოება
სახდეპის ანგარიში - 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით „ალტ-ინფოს“ პასუხისმგებლობა არ დაჰკისრებია
2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებულ ულტრამემარჯვენე ორგანიზატორებს, მათ შორის არც „ალტ-ინფოს“ 2022 წელს არ დაჰკისრებია პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ 2022 წლის ანგარიშშია აღნიშნული, რომელშიც სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოს მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებია განხილული. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ქართველმა სამართალდამცავებმა 2021 წელს აღკვეთეს ულტრამემარჯვენე პრორუსული ჯგუფის, „ალტ-ინფოს„ ძალადობრივი ქმედებები. "საქართველოს სამართალდამცავებმა აღკვეთეს ულტრამემარჯვენე, პრორუსული ჯგუფის „ალტ-ინფოს“ გეგმები, 2022 წლის ივნისში ჩაეშალათ „თბილისი პრაიდი“. 2021 წლის 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებასა და 2021 წლის 6 ივლისს, 5 ივლისის აქციაზე ძალადობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე ძალადობრივად თავს ათეულობით ჟურნალისტსა და აქტივისტს დაესხნენ. „ალტ-ინფოს“ მომიტინგეებმა ღონისძიების დროს სხვა ადგილას დემონსტრაციები მოაწყვეს. 2021 წლის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით არცერთი ჯგუფის ლიდერს ან ორგანიზატორს, მათ შორის, არც „ალტ-ინფოს“ და ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაკავშირებულ ულტრამემარჯვენე ქსელებს, არ დაჰკისრებიათ სამართლებრივი პასუხისმგებლობა. „ალტ-ინფომ“ და მისმა პოლიტიკურმა პარტიამ კონსერვატიულმა მოძრაობამ ქვეყნის მასშტაბით საქმიანობა კიდევ უფრო გააფართოვეს", - აღნიშნულია ანგარიშში. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 5 ივლისს ლგბტ+ „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილი ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები, რომელთაც პრორუსული მოძრაობა „ალტ-ინფო“ მეთაურობდა, 50-ზე მეტ ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ოფისებს დაესხნენ თავს.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)