21:21 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-01 15:04:30, 859 ნახვა

საზოგადოება
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს შეხვდა

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს როგორც შრომის უსაფრთხოების, ისე შრომითი უფლებების საკითხები საკანონმდებლო მოთხოვნებისა და ინსპექტირების პროცესების ჭრილში.

"შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილეებმა, ნატო ნათენაძემ და მაია მიქაიამ წარადგინეს პრეზენტაცია შრომის ინსპექციის მანდატის, ინსპექტირების შედეგების, გამოვლენილი დარღვევების, შრომითი მიგრაციის კანონისა და სხვა აქტუალური თემების შესახებ. 

შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით მიმართა აუდიტორიას დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ. 

დისკუსიაში მონაწილეობდა შრომის უფლებებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი გიორგი სიმონია.

შეხვედრას 100-მდე მონაწილე ესწრებოდა და ის კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics