23:33 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-01 13:48:34, 1071 ნახვა

საზოგადოება
ჭიათურაში დარკვეთის მაღაროს თანამშრომლები გაიფიცნენ

დარკვეთის მაღაროს თანამშრომლებმა მიიღეს გადაწყვეტილება რომ გაიფიცონ, გაჩერდნენ, - ამის შესახებ ერთ-ერთმა მაღაროელმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" "მაღაროელის" გვერდზე გამოქვეყნდა.

მისი თქმით, მაღაროელების მოთხოვნა 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლა და ანაზღაურების გაზრდა იყო, თუმცა, "ჯორჯიან მანგანეზი" ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით მაღაროელების მოთხოვნას არ აკმაყოფილებს.

"გაფიცვის პერიოდში დარკვეთის მაღაროს ჰქონდა მოთხოვნა გადასულიყვნენ 12-საათიან "ვახტურ რეჟიმზე." 5 თვის გასვლის შემდეგ არ შეცვლიათ სამუშაო პირობები. პირიქით, გაუუარესდათ. კომპანიას ჰქონდა პირობა დადებული, რომ დარკვეთის მაღაროს გაუუმჯობესებდნენ სამუშაო გარემოს, თუმცა 5 თვის შემდეგაც ვხედავთ, რომ იგივე პრობლემებია.

გვქონდა შეხვედრა სამშაბათ დღეს დარკვეთის თანამშრომლებთან საინიციატივო ჯგუფს. ასევე, იქ ამობრძანდა ბატონი ბარაბახი და იქ საერთო შეთანხმებით მივედით იმ დასკვნამდე, რომ დარკვეთის მაღარო გადავიდოდა 12-საათიან სამუშაო რეჟიმზე. ამავდროულად, მან დადო პირობა, რომ არცერთი თანამშრომელი, დაწყებული დამლაგებლიდან, დამთავრებული გვირაბგამყვანის ჩათვლით, არ დატოვებდა სამსახურს. ყველა კადრი იქნებოდა შენარჩუნებული. მივაღწიეთ შეთანხმებას ყველა საკითხთან დაკავშირებით, გარდა ერთისა, რომ ვერ მოუმატებდნენ ხელფასს...ვერ შევთანხმდით ამ საკითხზე...

დღეს მოვიდა ასეთი ინფორმაცია, რომ თუ გვინდა, ვიმუშაოთ 12-საათიანი გრაფიკით, ოღონდ ვერ გაგვიზრდის სატარიფოს, სახელფასო ანაზღაურებას, რაც დარკვეთის მაღაროს თანამშრომლებისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი...ამიტომ, დარკვეთის მაღაროს თანამშრომლებმა მიიღეს გადაწყვეტილება რომ გაიფიცონ, გაჩერდნენ", - განაცხადა მაღაროელმა ვიდეომიმართვაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
შსს - ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ორი პირი უნებართვოდ შესვლას ცდილობდა , ერთ-ერთი ძალადობის ბრალდებით დაიჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics