22:11 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-30 16:32:55, 781 ნახვა

საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ Startup-მარათონს გამართავს

„თიბისის" მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის Start-up მარათონს გამართავს. პროექტი მიზნად ისახავს მეწარმეობის უნარების განვითარებას, მონაწილეებისთვის ბიზნესისა და ანტრეპრენერობის პრინციპების გაცნობასა და  პროფესიონალებთან ერთად რეალურ ბიზნეს იდეაზე მუშაობის შესაძლებლობის შექმნას. 

მარათონში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად. პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც აპლიკაციის გამოგზავნას გულისხმობდა, უკვე დასრულდა. შერჩეული გუნდები შემდეგ ეტაპზე გადავლენ და ტრენერებთან ერთად ბიზნეს იდეის ძირითად საკითხებს დაამუშავებენ. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს გამოცდილი და პროფესიონალი მენტორები უხელმძღვანელებენ.

„თიბისი" ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია პარტნიორობს აღნიშნულ პროექტთან. „თიბისისთვის" განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ახალგაზრდების მხარდაჭერა ასეთ წამოწყებებში, ასევე სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება საქართველოში. სწორედ ამიტომ, „თიბისი" ახალი თაობისთვის სტარტაპერთან ერთად მარათონში მონაწილე შერჩეულ გუნდს დააჯილდოვებს და ხელს შეუწყობს ბიზნეს იდეის განხორციელებაში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics