|
2023-11-30 15:00:12, 620 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ბერგლიოტ ჰოვლანდმა შეხვედრაზე მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, საუბარი შეეხო წყლის რესურსების მართვას, განახლებადი ენერგიების წყაროების ათვისებას, აკვაკულტურის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს. ოთარ შამუგიამ ნორვეგიის სამეფოს ელჩს საქართველოში საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. „საქართველო და ნორვეგია არაერთი მიმართულებით თანამშრომლობენ, მათ შორის, დაცული ტერიტორიების, ნარჩენების, ასევე, წყლის რესურსების მართვის კუთხით. თუმცა არსებობს არაერთი მიმართულება, სადაც შესაძლებელია ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. საქართველო წყლის რესურსებით მდიდარი ქვეყანაა, აკვაკულტურის განვითარების დიდი პოტენციალი გვაქვს, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადავდგით. ამ საკითხში ნორვეგიის გამოცდილების გაზიარება და მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ - განაცხადა ოთარ შამუგიამ. შამუგიას თქმით, საქართველო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოლოდინშია და ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყანა მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს. ოთარ შამუგიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ წყლის რესურსების მართვის, ასევე სამრეწველო ემისიების შესახებ მიღებულ კანონებზე, ფერმერებისა და მეწარმეების მხარდასაჭერად არსებულ პროექტებზე, აგროსასურსათო პროდუქციის, მათ შორის ღვინის წარმოებისა და ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებლებზე. ნორვეგიის სამეფოს ელჩმა ბერგლიოტ ჰოვლანდმა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაცია მიულოცა. ელჩმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ერთობლივ პროექტებზე ისაუბრა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)