|
2023-11-30 12:24:21, 646 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ის ელჩი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ეწვია
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რობინ დანიგანი ეწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა უმასპინძლა. "რობინ დანიგანმა ადგილზე დაათვალიერა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (ODC) მხარდაჭერით, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში გადმოცემული სხვადასხვა სახის სახანძრო და სამაშველო სპეციალური აღჭურვილობა და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით აღჭურვილი ოპერატიული მართვის ცენტრი. მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთობებზე ისაუბრეს და საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების საკითხი განიხილეს. თემურ მღებრიშვილმა აშშ-ის ელჩსა და აშშ-ის საელჩოს ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (ODC) წარმომადგენლობას გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მოწოდებული სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა მეხანძრე-მაშველებს ქვეყნის მასშტაბით სამაშველო ოპერაციების ჩატარებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს აშშ-ის ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურთან (ODC). არსებული თანამშრომლობის მიზანია სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერება, როგორც ტექნიკური, ისე ექსპერტული მხარდაჭერის გზით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)