|
2023-11-30 11:05:13, 677 ნახვა
საზოგადოება
გენეტიკური რესურსების დაცვის მიზნით, გენბანკი ახალი ნიმუშებით შეივსო
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გენეტიკური რესურსების მოძიების, დაცვის და კონსერვაციის მიმართულებით აქტიურად მუშაობას. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ცნობით, მარცვლოვანი კულტურების ტრადიციული ჯიშების შენარჩუნების მიზნით, ცენტრის წარმომადგენლებმა იმერეთის, გურიის და სამეგრელოს რეგიონებში, ადგილობრივების საკარმიდამო ნაკვეთებიდან მარცვეული კულტურების 102 ნიმუში შეაგროვეს. "ექსპედიციის ფარგლებში შეგროვებული სიმინდის 68, ლობიოს 30 და სოიას 4 ნიმუში პირველ ეტაპზე შრობის პროცესს გაივლის და გენბანკისთვის მომზადდება. მარცვლოვანი კულტურების ტრადიციული ჯიშების ნიმუშების შეგროვება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საგრანტო დაფინანსებით ხორციელდება, რომელიც საქართველოს 8 რეგიონში მიმდინარეობს. პროექტის მთავარი მიზანი საქართველოში სამინზე კულტურების კოლექციების არსებული მდგომარეობის შესწავლა და გენეტიკური ბანკის კოლექციის გამდიდრებაა. პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი ჯიშების ფერმერულ მეურნეობებში გავრცელებას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას. ამ დროისთვის, პროექტის ფარგლებში, შეგროვებულია 208 ნიმუში, აქედან სიმიდნის 90, ლობიოს 100, სოიას 4, ძაძას 1, მუხუდოს 1 და ცულისპირულის 1 ნიმუში",- ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)