|
2023-11-29 19:54:29, 953 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში შტორმის შედეგად დაზიანებული სანაპიროს მოწესრიგება მიმდინარეობს
შტორმის შედეგად დაზიანებული ბათუმის ბულვარის და ქობულეთის სანაპიროს მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გუშინ გამართულ მთავრობის სხდომაზე ყველა უწყებას და სამსახურს დაავალა დროულად მოხდეს გაწმენდითი სამუშაოების შესრულება და დროულად დასრულდეს ყველა სალიკვიდაციო სამუშაო. „მუნიციპალიტეტის შესაბამისმა მუდმივმოქმედმა კომისიებმა დროულად უნდა მოახდინოს ზარალის შესწავლა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავუჭიროთ მხარი და დახმარება აღმოვუჩინოთ ყველა კერძო პირს თუ მეწარმეს, რომელიც დაზიანდა აღნიშნული მოვლენებით" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ადგილზე მობილიზებულია ბათუმის და ქობულეთის მერიების ყველა შესაბამისი სამსახური. "სამუშაოებში აქტიურად არის ჩართული სსიპ "ბათუმის ბულვარი"-ს მობილური ჯგუფები, საგანგებო სიტუაციების სამსახური. სპეციალური ტექნიკის მეშვეობით, სასეირნო და ველობილიკიდან ინერტული მასის გატანა მიმდინარეობს. შტორმის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობას სპეციალურად შექმნილი კომისია შეისწავლის და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გუშინ გამართულ მთავრობის სხდომაზე ყველა უწყებას და სამსახურს დაავალა დროულად მოხდეს გაწმენდითი სამუშაოების შესრულება და დროულად დასრულდეს ყველა სალიკვიდაციო სამუშაო. 27 ნოემბერს, უხვი ნალექისა და ზღვაზე შტორმის შედეგად ბათუმის ბულვარის რამდენიმე მონაკვეთი და ქობულეთის სანაპირო ზოლი დაზიანდა. მთელი დღის მანძილზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)