|
2023-11-29 12:31:01, 716 ნახვა
საზოგადოება
საკანონმდებლო ცვლილებებით, 1-ელი იანვრიდან ახალგაზრდობის კომპონენტი განათლების სამინისტროს დაემატება
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა. მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, იცვლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელწოდებები. „კანონპროექტით გათვალისწინებულია ახალგაზრდობის კომპონენტის კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველ რგოლში გადატანა. ახალგაზრდობის კომპონენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადავა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან და ჩამოყალიბდება განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო და დარჩება კულტურისა და სპორტის სამინისტრო",- განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა. ამასთან, სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს მაკონტროლებელ ორგანოდ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განისაზღვრება.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)