|
2023-11-27 10:02:55, 644 ნახვა
საზოგადოება
მერია - გოძიაშვილის ქუჩაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
27 ნოემბრიდან 20 დეკემბრის განმავლობაში, 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე პერიოდში, წყალსადენი მილის დაერთების სამუშაოების გამო, ვასო გოძიაშვილის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამუშაოები IV ეტაპად იწარმოებს. „პირველ ეტაპზე, სამუშაოების პერიოდში, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება ვასო გოძიაშვილის ქუჩაზე, მუხრან მაჭავარიანისა და ვასო გოძიაშვილის ქუჩების კვეთიდან, ვალენტინ თოფურიძისა და ვასო გოძიაშვილის ქუჩების კვეთამდე. სამუშაოები იწარმოებს მხოლოდ ღამის საათებში, 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, ხოლო დღის განმავლობაში მოხსნილი იქნება სქემით გათვალისწინებული ყველა შეზღუდვა და ავტომობილები შეძლებენ შეუფერხებლად გადაადგილებას. შეზღუდვის პერიოდში, ვასო გოძიაშვილის ქუჩაზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებები ცალმხრივად იმოძრავებენ, ვ. თოფურიძისა და ვ. გოძიაშვილის ქუჩების კვეთიდან, მ. მაჭავარიანისა და ვ. გოძიაშვილის ქუჩების კვეთის მიმართულებით. ხოლო მ. მაჭავარიანის ქუჩიდან ვ. თოფურიძის ქუჩის მიმართულებით, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მ. მაჭავარიანისა და ვ. გოძიაშვილის ქუჩების კვეთიდან, ვ. თოფურიძისა და ვ. გოძიაშვილის ქუჩების კვეთის მიმართულებით, მ. მაჭავარიანის, ვ. თოფურიძის შესახვევისა და ვ. თოფურიძის ქუჩების გამოყენებით. I ეტაპის პარალელურად იწარმოებს II, III და IV ეტაპის სამუშაოებიც. II ეტაპის სამუშაოები იწარმოებს 5 დეკემბერს 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე. III ეტაპის სამუშაოები იწარმოებს 6 დეკემბერს 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე. IV ეტაპის სამუშაოები იწარმოებს 10 დეკემბრიდან 17 დეკემბრამდე 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე. II, III და IV ეტაპზე, სამუშაოების პერიოდში, შევიწროვდება საავტომობილო გზა, თუმცა მოძრაობა დარჩება არსებული მდგომარეობის შესაბამისად და ავტომობილები ვ. გოძიაშვილის ქუჩაზე გადაადგილებას შეძლებენ ორმხრივად“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)