|
2023-11-27 02:06:58, 882 ნახვა
საზოგადოება
შავი ზღვის აკვატორიაში ამხელა მასშტაბის ქარიშხლის ეპიცენტრი 100 წელი არ ყოფილა
შავი ზღვა ამჟამად არის იმ მასშტაბის ქარიშხლის ეპიცენტრი, რომელიც ამ რეგიონში ასი წლის განმავლობაში არ დაფიქისრებულა. - ამის შესახებ უკრაინის მედცენტრი იტყობინება. ბოლო ინფორმაციით შტორმი საქართველოს ტერიტორიული წყლებისკენ მოემართება. შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე მაქსიმალური შტორმი მოსალოდნელია ორშაბათს დილის 6 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე. შტორმი საქართველოს ჩრდილო დასავლეთ ნაწილიდან (ოკუპირებული აფხაზეთი) დაიწყება და გადმოინაცვლებს სამეგრელო-აჭარის მხარეს. აზოვის ზღვაზე ქარის სიჩქარე 75 კმ/სთ-ს აღწევს ოკუპირებულ ყირიმში 10 მეტრი სიმაღლის ტალღებია, რომელთაც გადაუარეს ევპატორიას, სევასტოპოლსა და იალტას. მას შემდეგ, რაც ზღვის წყალმა სანაპირო ზონა გადაფარა, განადგურებულია აგრეთვე რუსი ოკუპანტების მიერ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოწყობილი სანგრები და ტრანშეები. ვრცელდება აგრეთვე ინფორმაცია, რომ ძლიერი შტორმის შედეგად ძლიერად დაზიანდა სევასტოპოლის ნავსადგურის ინფრასტრუქტურა. რთული ვითარებაა აგრეთვე ოდესაშიც, რის ფონზეც მოგლეჯილია ხეები და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა- ოლქის არაერთ დასახლებას ელექტროენერგია საერთოდ არ მიეწოდება. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი (112) მოსახლეობას მოსალოდნელი ძლიერი ნალექის შესახებ აფრთხილებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს აგზავნის. 27 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 5-6-ბალიანი შტორმი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)