|
2023-11-25 15:17:05, 790 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან მსოფლიო კამპანიას შეუერთდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და კოლეგა უწყებებთან ერთად ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან მსოფლიო კამპანიას შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ნიკო თათულაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, კაორი იშიკავამ, მარნეულის მერმა, კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, მარნეულის გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ სიტყვით მიმართეს. "შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ყურადღება გაამახვილა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პრიორიტეტულობასა და იმ მიდგომებზე, რასაც უწყება აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებთან ბრძოლის კუთხით ახორციელებს. შედეგად, ბოლო წლების მანძილზე, მნიშვნელოვნად გაზრდილია მომართვიანობა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლების მხრიდან, რაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და პოლიციის მიმართ ნდობის გაზრდაზე მიუთითებს. მინისტრის მოადგილემ, ასევე, ისაუბრა ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი რეაგირებისთვის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე და მსხვერპლზე ორიენტირებული სამართალწარმოების განხორციელების ეფექტიანობაზე. ალექსანდრე დარახველიძემ 2023 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, რისკის შეფასების ინსტრუმენტში განხორციელებულ ცვლილებასა და მის შედეგად, მოძალადეთა მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების მომატებულ მაჩვენებელზეც ისაუბრა. აქვე, ყურადღება გაამახვილა, რომ მოძალადეთა მიმართ ელექტრონული სამაჯურის გამოყენებისთვის მნიშვნელოვანია მსხვერპლთა თანხმობა და მათი მხრიდან პოლიციასთან ინფორმაციული თანამშრომლობა. მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, ევროკომისიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რისკების შეფასების ინსტრუმენტის განახლება და ეფექტიანობის გაზრდა დადებითად შეაფასა. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის მიზანია საზოგადოების ინფორმირება ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოში არსებულ მექანიზმებზე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, დროული მომართვიანობის უზრუნველყოფა, ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა და მათ მიმართ ძალადობის პრევენცია, აგრეთვე, ძალადობის წინააღმდეგ, სახელმწიფო სერვისებზე მათი ინფორმირება. კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, საერთაშორისო აქტორების მხარდაჭერითა და სახელმწიფო უწყებათა ჩართულობით, მათ შორის, მულტისექტორული შეხვედრა ქალთა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებებთან; სამუშაო შეხვედრა საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლებთან; საინფორმაციო შეხვედრები თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან, მათ შორის, სოფლად მცხოვრებ ქალებთან; კვლავ გაიგზავნება მოკლე საინფორმაციო სატელეფონო ტექსტური შეტყობინებები, სადაც მოსახლეობას მოვუწოდებთ პოლიციისადმი მომართვიანობაზე და მივაწვდით ინფორმაციას მომართვის გზების შესახებ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
შსს - ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ორი პირი უნებართვოდ შესვლას ცდილობდა , ერთ-ერთი ძალადობის ბრალდებით დაიჭირეს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



