|
2023-11-24 15:44:44, 743 ნახვა
საზოგადოება
ნიკოლოზ შარაძემ და ვაჟა სირაძემ Frontex-ის მმართველი საბჭოსა და ევროკავშირის გაწევრიანების წინა ეტაპზე მყოფი პარტნიორების შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, ნიკოლოზ შარაძემ და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ მონაწილეობა მიიღეს ვარშავაში გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში ევროკავშირის გაწევრიანების წინა ეტაპზე მყოფ პარტნიორი ქვეყნების საზღვრის მართვის სამსახურების ხელმძღვანელებსა და ევროკავშირის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოს (Frontex) მმართველ საბჭოს შორის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს Frontex-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ჰანს ლეიტენსთან. „მხარეებმა, თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს და მზაობა გამოთქვეს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ. საქართველო, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების წინა ეტაპზე მყოფი ქვეყანა, ევროკავშირის პარტნიორ სხვა ქვეყნებთან ერთად პირველად მონაწილეობს ასეთი ფორმატის შეხვედრაში. მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: საზღვრის ინტეგრირებული მართვის კუთხით რეგიონში არსებული მდგომარეობა, Frontex-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის სტატუს შეთანხმებების განხორციელების, დაბრუნებისა და რეადმისიის საკითხები. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს Frontex-სა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებულ თანამშრომლობას, მათ შორის, საქართველოს მიერ ევროკავშირთან რეადმისიის შესახებ შეთანხმების განხორციელების წარმატებულ პრაქტიკას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)