|
2023-11-24 12:00:49, 741 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილი აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური ზრდის პროგრამის ხელმძღვანელს, მიშელ კოსიელსკის შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ნინო თანდილაშვილმა და აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური ზრდის პროგრამის ხელმძღვანელმა მიმდინარე ერთობლივი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. „USAID-თან ერთად, სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის, ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად, არაერთ პროექტს ვახორციელებთ, ვთანამშრომლობთ გარემოს დაცვის მიმართულებითაც, განსაკუთრებით წყლის რესურსების მართვის კუთხით. ინტენსიურად ვმუშაობთ, სექტორულ დონეზე, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმართულებით“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. USAID-ის ეკონომიკური ზრდის პროგრამის ხელმძღვანელმა, მიშელ კოსიელსკიმ ყურადღება გაამახვილა რეგიონული ტურიზმისა და წყლის რეგიონულ პროექტებზე და განაცხადა, რომ USAID ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. აღინიშნა, რომ წყლის რეგიონული პროექტი ხელს შეუწყობს ეფექტიან ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობას და წყლის რესურსების მართვას სამხრეთ კავკასიის რეგიონში შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსი ნინო თხილავა, სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, USAID-ის მხრიდან კერძო სექტორის განვითარების უფროსი მრჩეველი დავით წიკლაური, რეგიონული წყლის პროგრამის მენეჯერი ჟორდი არიმანი და გარემოსდაცვითი ოფიცერი გოჩა ლობჟანიძე ესწრებოდნენ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)