|
2023-11-22 15:15:40, 614 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა
უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს დასრულდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, პროექტის ფარგლებში, უსაფრთხოების მიზნით, ფერდის დამცავი კედლები ეწყობა, რომლის სამუშაოებიც, ასევე, ბოლო ეტაპზეა. „უნივერსიტეტის ქუჩაზე პირველი, რაც გაკეთდა, იყო მიწისქვეშა კომუნიკაციები. აღნიშნული სამუშაოები დასრულებულია. გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის ქვედა ფენები დაგებულია, სრულდება ტროტუარის მოწყობა და საჰაერო სადენების კაბელ-არხებში განთავსება. მონტაჟდება გარე განათების ახალი ქსელი და ეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი გაჩერებები. უახლოეს დღეებში ასფალტის საფარის ზედა ფენა დაიგება. ნოემბრის ბოლოს პროექტით გათვალისწინებული საგზაო სამუშაოები დასრულდება და გადაადგილება ორმხრივად იქნება შესაძლებელი. შემდეგ ჩატარდება გზის დახაზვისა და კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელთაც პარალელურად განვახორციელებთ, გადაადგილება კი ორმხრივად იქნება შესაძლებელი, რადგან აღნიშნული ქუჩის ცალმხრივად ჩაკეტვა და იმ სამუშაოების ჩატარება ძალიან დიდ პრობლემასთან იქნება დაკავშირებული“, - განაცხადა კალაძემ კახა კალაძემ დედაქალაქში მცხოვრებლებს რეაბილიტაციის პროცესში შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიში კიდევ ერთხელ მოუხადა. „აღნიშნულმა სამუშაოებმა დიდი დისკომფორტი შეუქმნა მოსახლეობას, რისთვისაც თბილისელებს კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში მოვუხადო. სამწუხაროდ, სხვანაირად ვერ ხერხდება სამუშაოების წარმოება და გვიწევს კონკრეტული ქუჩების ჩაკეტვა. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ წლის განმავლობაში ორ მსხვილ პროექტზე მეტი არ გავაკეთოთ, რომ საერთოდ კოლაფსი არ გამოვიწვიოთ ქალაქში. უნივერსიტეტის ქუჩისა და წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, არსებული დისკომფორტიც მოიხსნება“, - დასძინა კახა კალაძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)