|
2023-11-22 12:05:57, 617 ნახვა
საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობს
თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტად მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს (SEDM) დაესწრო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამუშაო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ჯუანშერ ბურჭულაძემ რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა SEDM-ის ფარგლებში მიმდინარე პროექტებში საქართველოს მონაწილეობაზე, კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებსა და ამ მიზნით განხორციელებულ თავდაცვის მოდერნიზაციის პროცესზე. „სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში, რომელსაც წელს თურქეთის დედაქალაქი ანკარა მასპინძლობს, ნატოს წევრი და პარტნიორი 16 ქვეყანა მონაწილეობს. მინისტერიალის მონაწილეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს, რის შემდეგაც ერთობლივ განცხადებას მოეწერება ხელი. საქართველო SEDM-ის წევრი ქვეყანა 2015 წელს გახდა. მინისტერიალის მიზანია რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაცია, რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე რეგიონის ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა. აღნიშნული ინიციატივა მოწოდებულია ხელი შეუწყოს უსაფრთხოებას არა მხოლოდ რეგიონში, არამედ რეგიონის ფარგლებს გარეთ ისეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, როგორიცაა ნატო, გაერო და ეუთო. სამხრეთ - აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს საქართველომ 2017 წელს უმასპინძლა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)