|
2023-11-22 11:49:29, 637 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ხვიჩა კვარაცხელია დიდი დანაკლისი იქნება ჩვენი ნაკრებისთვის, თუმცა, ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ შეხვედრა წარმატებით ჩაატარონ
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნა დიდი დანაკლისი იქნება. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელია მომავალ მატჩში ვერ ითამაშებს, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს შეხვედრა გამარჯვებით დაასრულონ. „ფეხბურთში ყველაფერი ხდება. იმიტომ არის სპორტის ეს სახეობა საინტერესო, რომ მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს. რა თქმა უნდა, კვარაცხელია დიდი დანაკლისი იქნება ჩვენი ნაკრებისთვის. ის არის ლიდერი გუნდში, ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი და მსოფლიო დონის ვარსკვლავია, თუმცა, ფეხბურთს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არ თამაშობს. მინდორზე 11 კაცი გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელია ნაკრებს ვერ დაეხმარება, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ აღნიშნული შეხვედრა წარმატებით ჩაატარონ. მინდა გულწრფელად გამარჯვება ვუსურვო მათ და დარწმუნებული ვარ, შედეგიც იქნება. მართლაც ვიმსახურებთ ამ ნახევარფინალის მოგებას, რადგან კარგ თამაშს ვაჩვენებთ, კარგი გუნდი გვყავს, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)