|
2023-11-20 15:12:23, 695 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი კლერ ჰარასტის შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კლერ ჰარასტიმ, ზურაბ აზარაშვილს, ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა და აღნიშნა, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობა, საქართველოსთან, კიდევ უფრო აქტიურად ითანამშრომლებს. „გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის კუთხით, ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები დადებითად შეფასდა. ზურაბ აზარაშვილმა, ხაზი გაუსვა, გასულ წელს, სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნების შესახებ მიღებულ რეგლამენტს, რომელიც სხვადასხვა ობიექტზე პირველი დახმარების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივი და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ოფისის წარმომადგენლები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)