22:43 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-20 11:37:57, 610 ნახვა

საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილეს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა და ჩეხეთის რესპუბლიკის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ, რადიმ სრშენსიმ შეხვედრაზე სოფლის განვითარების პოლიტიკის საკითხები, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAGs) ევროპული LEADER მიდგომით ფუნქციონირების მეთოდები, სოფლის განვითარების საქმეში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობა და ადგილობრივი ფერმერების შესაძლებლობების გაძლიერების გზები განიხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრის პირველმა მოადგილემ ჩეხ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობასთან წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის სფეროში. ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ დაცული ტერიტორიების გაფართოებისა და ახალი მართვის სისტემის დამკვიდრების მიმართულებით; ასევე, სააგენტო ჩვენი აქტიური პარტნიორია ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში. დღეს ჩვენ ისტორიული მომენტის წინაშე ვდგავართ, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა, ველოდებით პოზიტიურ გადაწყვეტილებას დეკემბერში და ამ პროცესში ჩვენი პარტნიორების, მათ შორის, ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თანდილაშვილმა.

რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერების შესაძლებლობებზე.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზეც იმსჯელეს.

შეხვედრას ჩეხეთის განვითარების სააგენტოს პროგრამების განვითარების ხელმძღვანელი იანა ზელინგეროვა ესწრებოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
შსს - ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ორი პირი უნებართვოდ შესვლას ცდილობდა , ერთ-ერთი ძალადობის ბრალდებით დაიჭირეს
ილონ მასკი ტრამპთან ერთად ჩინეთში Air Force One-ით გაემგზავრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics