22:43 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-20 10:31:16, 1000 ნახვა

საზოგადოება
ბაზისბანკი მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ჩაერთო

ბაზისბანკი, ტრადიციულად, მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილ აქტივობებს შეუერთდა.

წლევანდელი ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკისა და მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს მიერ ორგანიზებული პროექტის "მოიწვიე ფინედუ კლასში" ფარგლებში, ბაზისბანკის თანამშრომლებმა, ფოთისა და ქუთაისის სკოლებში მოსწავლეებს დაზოგვის თემაზე ღია გაკვეთილები ჩაუტარეს.

პრეზენტაციის შემდგომ, სიამოვნებით უპასუხეს პატარების დასმულ შეკითხვებს და დასასრულს მონაწილეები, ბაზისბანკის ბრენდირებული საჩუქრებითა და ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული კომიქსებითაც დაასაჩუქრეს.

„ბაზისბანკსა და ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს შორის პარტნიორობა გრძელდება და წელსაც სიამოვნებით შევუერთდით მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძვნილ აქტივობებს. პროექტი "მოიწვიე ფინედუ კლასში" მნიშვნელოვანია იმით, რომ ხელს უწყობს ახალ თაობაში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების გაზრდასა და პოპულარიზებას. ჩვენთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ახალგაზრდების ფინანსური განათლების ხელშემწყობი აქტივობების მხარდაჭერა და მნიშვნელოვან რესურსს ვდებთ ამ მიმართულების წასახალისებლად",- აცხადებს თამარ ხადური, ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
შსს - ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ორი პირი უნებართვოდ შესვლას ცდილობდა , ერთ-ერთი ძალადობის ბრალდებით დაიჭირეს
ილონ მასკი ტრამპთან ერთად ჩინეთში Air Force One-ით გაემგზავრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics