|
2023-11-18 13:32:06, 748 ნახვა
საზოგადოება
გენერალურ პროკურატურაში ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის საკითხზე ამერიკელ მოსამართლეებთან შეხვედრა გაიმართა
გენერალურ პროკურატურაში, ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის საკითხზე, მაიამი-დეიდის საოლქო სასამართლოს ოჯახში ძალადობის საქმეთა დანაყოფის მოსამართლეებთან, კელი ქეროლთან და ელიზაბეტ ესპინოზასთან შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, შეხვედრას გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს პროკურორი ხატია ყანდიაშვილი და თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი ანა ლეკიაშვილი ესწრებოდნენ. „პროკურატურის წარმომადგენლებმა მოსამართლეებს ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს პროკურატურის მიდგომები გააცნეს. საუბარი შეეხო ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი ინფორმაცია გაუზიარეს. შეხვედრის დასასრულს, მხარეები სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)