|
2023-11-17 16:55:33, 699 ნახვა
საზოგადოება
ბრეგაძე - მას შემდეგ, რაც უცხოელ მინისტრებს ვაცნობდით ჩატარებულ რეფორმებს, შესაბამისი ფაქტებით, ისინი პირდაპირ ამბობდნენ, რომ საქართველო იმსახურებს სამართლიან გადაწყვეტილებას
მას შემდეგ, რაც უცხოელ მინისტრებს ვაცნობდით ჩატარებულ რეფორმებს, შესაბამისი ფაქტებით, ისინი პირდაპირ ამბობდნენ, რომ საქართველო იმსახურებს სამართლიან გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში იუსტიციის სამინისტროს როლზე საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, უწყებას ეხებოდა შემდეგი საკითხები: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია, ტრეფიკინგსა და ნარკომანიასთან ბრძოლა და მიგრაციის მართვა. „ამ პერიოდში არაერთი შეხვედრა გვქონდა ავსტრიის, გერმანიის, ირლანდიის, იტალიის, ნიდერლანდების, პორტუგალიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ჩეხეთის, ლატვიის, ფინეთის, ხორვატიის და კვიპროსის მინისტრებთან. ჩვენ, ასევე, დავნერგეთ სამართლებრივი ფორუმების პრაქტიკა, რომელზეც, მათ შორის, განიხილებოდა ქართული სამართლის ევროპულ სამართალთან ჰარმონიზაციის საკითხები. ყველა ამ შეხვედრაზე – და ეს არ იყო შეხვედრები შეხვედრებისთვის, არამედ ჩატარებული იყო ძალიან დიდი წინასწარი სამუშაო – აბსოლუტურად ყველა მინისტრი მხარს უჭერდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მას შემდეგ, რაც ვაცნობდით ჩატარებულ რეფორმებს, შესაბამისი ფაქტებით, ისინი პირდაპირ ამბობდნენ, რომ საქართველო იმსახურებს სამართლიან გადაწყვეტილებას. სწორედ ეს სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული იყო ევროკომისიის მიერ. ამას გარდა, პარლამენტში ინიცირებულია კანონი, რომლის თანახმადაც, იუსტიციის სამინისტრო გაუწევს ხელმძღვანელობას ქართული სამართლის ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის პროცესს. შეიქმნა სპეციალური კომპიუტერული პროგრამა, რომლის მიხედვითაც ხდება ამ პროგრესის გაზომვა. შეიქმნა საჯარო მოხელეებისთვის ევროკავშირის პრაქტიკული სახელმძღვანელოც. მაშინ, როდესაც ჩვენ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს და დავიწყებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, რა თქმა უნდა, ევროკავშირის სამართლის საფუძვლიანი ცოდნა პრაქტიკულად ყველა იურისტისთვის ისევე იქნება სავალდებულო, როგორც საქართველოს კონსტიტუციისა", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)