|
2023-11-17 14:46:23, 677 ნახვა
საზოგადოება
ბრეგაძე - იუსტიციის სახლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ თვითმომსახურების აპარატები, რომლებიც მნიშვნელოვნად შეამცირებს მომსახურების დროს
იუსტიციის სახლში სერვისებზე ხელმისაწვდომობის გამარტივების მიზნით, მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება იუსტიციის სახლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ თვითმომსახურების აპარატები, რომლებიც მნიშვნელოვნად შეამცირებს მომსახურების დროს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას განაცხადა. „სერვისების გამარტივების მიზნით, ჩვენ უკვე ვიწყებთ ახალ მომსახურებას. სულ მალე იუსტიციის სახლში ნებისმიერ თქვენგანს შესაძლებლობა ექნება, იხილოს თვითმომსახურების აპარატები, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვნად შეამცირებს მომსახურების დროს“, - განაცხადა ბრეგაძემ. მისივე თქმით, იუსტიციის სახლი ბოლო 1 წლის განმავლობაში 5 მილიონზე მეტ მომხმარებელს მოემსახურა, ხოლო მოლოდინის დრო 18 წუთიდან 2 წუთამდე შემცირდა. „ბოლო ერთი წლის განმავლობაში იუსტიციის სახლი მოემსახურა 5 მილიონზე მეტ მომხმარებელს. ჩვენ მნიშვნელოვანი მუშაობა გავწიეთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემცირებულიყო მომსახურების დრო და უფრო კომფორტული გამხდარიყო მომხმარებლებისთვის ჩვენთან მობრძანება. ლოდინის საშუალო დრო 18 წუთიდან შემცირდა 2 წუთამდე, რაც არის საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი. ამაზე მეტყველებს მომხმარებელთა გამოკითხვა, რომელთა 95 პროცენტი დადებითად აფასებს იუსტიციის სახლში მიღებულ მომსახურებას და ასევე, იუსტიციის სახლის სატელეფონო ცენტრი მოემსახურა ჩვენს მილიონზე მეტ მოქალაქეს" - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. რატი ბრეგაძემ მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს კმაყოფილების გამოხატვისთვის. „მინდა მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს, რომ მათ კმაყოფილება გამოხატეს ამასთან დაკავშირებით", - დასძინა ბრეგაძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)