|
2023-11-17 11:33:39, 1281 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო - 17 ნოემბერი დღენაკლ ბავშვთა საერთაშორისო დღეა
თემესტია ნიშნიანიძე - დღენაკლი ახალშობილია, რომელიც 7 ივლისს 500 გრ დაიბადა და სიმბოლურად, კლინიკა დღენაკლ ბავშვთა საერთაშორისო დღეს დატოვა. ახალშობილი ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში” გაჩნდა და 4 თვე ბავშვთა რეანიმაციულ განყოფილებაში დაჰყო. თემესტია ბინაზე 2, 400 კგ, სრულიად ჯანმრთელი გაეწერა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თემესტიას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს “უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის” პროგრამის ფარგლებში მეათე დაბადებული ბავშვია. ახალშობილი კლინიკიდან, საზეიმოდ მინისტრის პირველმა მოადგილემ, მარი ზანაქიძემ და ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” ადმინისტრაციამ ექიმებთან ერთად გააცილა. “ვულოცავ ოჯახს ამ მნიშვნელოვან დღეს და თემესტიას ჯანმრთელობას ვუსურვებთ. იშვიათია და კლინიკის დიდი გამარჯვებაა 500 გრ-იანი ახალშობილის გაზრდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2022 წლის ივლისიდან ახორციელებს უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამას. ამ ხნის განმავლობაში შეიცვლა და გაიზარდა დაფინანსების წესი, გაფართოვდა ბენეფიციართა წრე. პროგრამის ფარგლებში უკვე დაიბადა 10 ბავშვი, ამჟამად შვილს ელოდება 14 წყვილი. მომავალი წლიდან პროგრამას ბენეფიციარებად დაემატება სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგები/პერსონალი”, - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ, მარი ზანაქიძემ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით დღენაკლია ახალშობილი, რომელიც ნაადრევად, ორსულობის 37 კვირის ვადამდე იბადება. დღენაკლ ბავშვთა საერთაშორისო დღე პირველად 2011 წელს ახალშობილთა მზრუნველობის ევროპული ფონდისა (EFCN) და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ აღინიშნა. 200-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს აქტივობებში და 60-ზე მეტმი ქვეყანა გეგმავს სპეციალურ ღონისძიებებს, რათა გაზარდონ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე დღენაკლი ბავშვების, ახალშობილებისა და დედათა ჯანმრთელობის შესახებ. საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები მიზნად ისახავს ნაადრევი მშობიარობების რიცხვის შემცირებას და დღენაკლ ბავშვთა მოვლის გაუმჯობესებას საზოგადოების განათლების გზით.
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
WP: ტრამპი თეთრი სახლის რემონტზე თითქმის 1 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)