|
2023-11-15 18:02:20, 767 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის ბულვარში საერთაშორისო სტანდარტების სკეიტპარკის მშენებლობა მიმდინარეობს
ბათუმში ახალი საერთაშორისო სტანდარტების სკეიტ და როლერ პარკის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ახალი ბულვარის ტერიტორიაზე 4800 კვ.მ ფართობზე განთავსდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სკეიტმოედანზე მიმდინარე სამუშაოები ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან და ბულვარის დირექტორთან, ლაშა მიქელაძესთან ერთად დაათვალიერა. "ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დასასვენებელი სივრცეების, მაყურებელთა ტრიბუნების, განათების სისტემის მოწყობა. უკვე დასრულდა მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელის მოწყობა და ამჟამად, მიმდინარეობს დეკორატიული თაღებისა და დასასვენებელი სივრცეების მშენებლობა. ახალი პროექტი ბათუმის ბულვარის განვითარებისა და განაშენიანების გეგმისა და მსოფლიო სკეიტბორდის ფედერაციის სტანდარტების შესაბამისად შემუშავდა. მულტიფუნქციური სპორტული სივრცე სკეიტბორდის მსოფლიო ჩემპიონატს, რეგიონულ და ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)