|
2023-11-13 13:40:44, 685 ნახვა
საზოგადოება
Capture the Flag — „თიბისის“ მასშტაბური ღონისძიება ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე
„თიბისიმ“ შიდა ტექ-გუნდისთვის კომპანიაში კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლებისა და გაუმჯობესების მიზნით, წლის პირველი Capture the Flag გამართა. ღონისძიება კიბერუსაფრთხოებასთან ეფექტურად ბრძოლისა და თანამშრომლებში ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. „თიბისის“ ჯგუფთან ერთად მონაწილეობდნენ ფეიმის, თინეთისა და სფეისის გუნდის წარმომადგენლები. ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარეობდა, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ როგორც ონლაინ ისე ადგილზე ჩართულიყვნენ. "დღესდღეობით, როდესაც ფაქტობრივად უკვე ნელ-ნელა უამრავი სერვისის გაციფრულება ხდება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს სისტემები იყოს დაცული. ამიტომ აუცილებელია, ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს, იქნება ეს დეველოპერი, ადმინისტრატორი თუ სხვა, გააზრებული ჰქონდეთ პროგრამისა და სისტემის უსაფრთხოება, რადგან ერთმა პატარა შეცდომამაც კი შეიძლება კომპანია ძალიან დიდი რეპუტაციული თუ ფინანსური რისკის წინაშე დააყენოს",- განაცხადა გუჯა მარკოზაშვილმა, „თიბისის“ შეღწევადობის ტესტირების სპეციალისტმა. „თიბისი“, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება კიბერუსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფას და ამაზე აქტიურად მუშაობს. კომპანია არაერთი სახის სისტემას აერთიანებს, რაც თავისთავად გულისხმობს ტექნოლოგიურ მრავალფეროვნებას. შესაბამისად, მსგავსი ტიპის ღონისძიებები თანამშრომლებს დაეხმარება იყვნენ მეტად პროდუქტიულები და აქტიურად ჩაერთონ ყოველდღღიურ საქმიანობაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)