|
2023-11-11 10:56:05, 1357 ნახვა
საზოგადოება
„ბაზისბანკი“ - „რა? სად? როდის?“ შემოდგომა-ზამთრის სერია იწყება
„ბაზისბანკსა“ და ელიტარულ ინტელექტ-კლუბ რა? სად? როდის? შორის პარტნიორობა გრძელდება და ბანკი შემოდგომა-ზამთრის სერიაშიც ერთგულად დაიცავს ტელემაყურებელთა ინტერესებს. 11 ნოემბრიდან, ყოველ შაბათს, ქართული სატელევიზიო სივრცის ყველაზე აზარტული ინტელექტუალური შოუ, 2023 წლის შემოდგომა-ზამთრის სერიით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერს უბრუნდება. შეკითხვის ავტორ ყველა გამარჯვებულ ტელემაყურებელს „ბაზისბანკი“ ფულად პრიზს გადასცემს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სერიის ფინალი ტელემაყურებელთა გამარჯვებით დასრულდება, „ბროლის ბუ“ და 5,000 ლარი ბაზისბანკისგან, საუკეთესო შეკითხვის ავტორს გადაეცემა. ინტელექტ-კლუბთან 11-წლიანი წარმატებული პარტნიორობის ფარგლებში, „ბაზისბანკს“ ათასამდე გამარჯვებული ტელემაყურებელი ჰყავს დაჯილდოებული ფულადი პრიზებით. „ელიტარული ინტელექტ-კლუბი „რა? სად? როდის?“ ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია ქართულ სატელევიზიო სივრცეში და ჩვენთვის დიდი პატივია, რომ 11 წელია ერთგულად ვიცავთ ტელემაყურებელთა ინტერესებს. დარწმუნებული ვარ, შემოდგომა-ზამთრის სერია ტრადიციულად საინტერესო, დაძაბულ და დაუვიწყარ თამაშებს შესთავაზებს ტელემაყურებელს“, - „ბაზისბანკის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)