|
2023-11-10 13:30:40, 836 ნახვა
საზოგადოება
ლევან დოთიაშვილი კირბალზე - დამიზნებით გვესროდა - ჯერ საბურავები და მერე გამიზნული სროლა
დამიზნებით გვესროდა - ჯერ საბურავები და მერე გამიზნული სროლა,- ასე იხსენებს რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ლევან დოთიაშვილი 6 ნოემბერს მომხდარს, როდესაც ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს. დოთიაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ უკანონო დაკავების შემდეგ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენელი მას ფიზიკურად გაუსწორდა. "რა მოხდა, არ ვიცი. ჩვენ მანქანაში ვისხედით, შეიძლება, დაგვიძახა, რომ არ წახვიდეთ - ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არ გაგვიგია და მოგვდევდა სროლით, ბევრი გაისროლა... მე თვითონ ვნახე ნატყვიარები. [თამაზ გინტურს] ზურგის არეში ჰქონდა მოხვედრილი. ერთი თქვა - დამჭრაო და მოგარტყა-მეთქი? - და კიო. გადავედი მე მანქანიდან, გადმოვიყვანე. ამ დროს ამოვიდნენ დანარჩენი რუსი ჯარისკაცები და მე წამიყვანეს ტყის მიმართულებით... 7 ამოვიდა სადღაც 5-6 წუთის შემდეგ. თამაზი რომ გადმოვიყვანე [მანქანიდან], სასწრაფოში რომ დავრეკე და ყველას რომ გავაგებინე, იმის შემდეგ 7 მოვიდა... პირდაპირ სროლით მოდიოდა ჩვენს უკან ცეცხლსასროლი იარაღით და სათამაშოდ რომ არ მოდიოდა რაღა თქმა უნდა... გზაში იყო შეურაცხყოფაც, დარტყმაც - ზოგი კონდახით, ზოგი ხელით, მაგას ნამდვილად ვეღარ ვიგებდი უკვე",- განაცხადა დოთიაშვილმა. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და ლევან დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს. უკანონო პატიმრობაში მყოფი დოთიაშვილი გუშინ, 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)