22:00 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-10 12:41:59, 882 ნახვა

საზოგადოება
Edison Research - მოსახლეობის 60% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

საერთაშორისო კვლევითი კომპანია Edison Research-ის კვლევის თანახმად, რომელსაც ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს, მოსახლეობის 60% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

შეკითხვაზე, როგორ ფიქრობთ ჩვენი ქვეყანა ვითარდება სწორი თუ არასწორი მიმართულებით, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • სწორი მიმართულებით - 60%;
  • არასწორი მიმართულებით - 40%.

Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ჩაატარა.

საერთაშორისო კვლევითი კომპანია Edison Research-ის საველე სამუშაოები 2023 წლის 20 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა. ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3%.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
შსს - ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ორი პირი უნებართვოდ შესვლას ცდილობდა , ერთ-ერთი ძალადობის ბრალდებით დაიჭირეს
ილონ მასკი ტრამპთან ერთად ჩინეთში Air Force One-ით გაემგზავრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics