|
2023-11-10 11:29:38, 719 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ქარქაშაძე ბრიტანული კომპანია SITA-ს ტოპ მენეჯმენტს შეხვდა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ბრიტანული კომპანია SITA – Advanced Travel Solutions-ის ტოპ მენეჯმენტს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. აეროპორტების გაერთიანების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს აეროპორტებისთვის SITA - Advanced Travel Solutions-ის სხვადასხვა მომსახურებისა და ციფრული დანადგარების მიწოდებას. მათ შორის, განიხილეს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე მგზავრების დაშვების ავტომატური კონტროლის მექანიზმის დანერგვა. „ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი SITA – Advanced Travel Solutions-ის ერთ-ერთი სერვისით უკვე სარგებლობს, რაც პარტნიორ აეროპორტებსა და ავიაკომპანიებს შორის სპეციალური საფრენოსნო შეტყობინების მიმოცვლის სისტემით სარგებლობას გულისხმობს. ლონდონში დაფუძნებული ბრიტანული კომპანია SITA სატრანსპორტო ინდუსტრიის საერთაშორისო IT პროვაიდერია. კომპანია გლობალური ლიდერია ‘’Passanger management system’’-ის მიმართულებით, რომელიც აეროპორტებში მგზავრთა მომსახურებისა და ფრენების ოპერირების გაუმჯობესების მიზნით აეროპორტის ოპერატორ კომპანიებს სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს. SITA-ს ტოპ მენეჯმენტი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების შემდეგ, შეხვედრებს შესაბამის უწყებებთან გამართავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)