|
2023-11-09 14:34:28, 829 ნახვა
საზოგადოება
თუ ხარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი, გახდი „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიატი
„საქართველოს ბანკი“ ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამისათვის ფინანსური ინსტიტუტი არაერთ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. სწორედ ამ მიზნით, „საქართველოს ბანკმა“ სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამა შექმნა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, მოიპოვონ სწავლის ნაწილობრივი ან 100%-იანი დაფინანსება „საქართველოს ბანკის“ 13 პარტნიორ უნივერსიტეტში. ამისათვის, საჭიროა ახალგაზრდა იყოს ბაკალავრის საფეხურის სტუდენტი და სწავლობდეს უნივერსიტეტის მიერ შერჩეულ, პრიორიტეტულ მიმართულებაზე. პარტნიორ უნივერსიტეტებს შორისაა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიც. „საქართველოს ბანკის“ სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, GTU-ს სტუდენტი რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, აქტიური სტუდენტის სტატუსით და დასრულებული ჰქონდეს ბაკალავრის საფეხურზე სწავლების პირველი წელი. რაც შეეხება უნივერსიტეტის მიერ დაწესებულ შესარჩევ კრიტერიუმებს, უპირატესობა მიენიჭება მაღალ აკადემიურ მოსწრებას, კომუნიკაციის უნარს, პერსონალურ მოტივაციასა და ლიდერობის თვისებებს. GTU-ში „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიის მიღება შემდეგი ფაკულტეტების სტუდენტებისთვის არის შესაძლებელი:
GTU-ის ამ ფაკულტეტების 4 სტუდენტი „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიატი გახდება. ამასთან, „საქართველოს ბანკის“ ინიციატივით, არქიტექტურის სტუდენტებისთვის, ოთხ პარტნიორ უნივერსიტეტში (თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამხატვრო აკადემია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) მოქმედებს გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია. რომელიც არქიტექტურის სტუდენტებს სწავლის დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას აძლევს. „საქართველოს ბანკის“ გუნდისთვის განათლება ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. რადგან გვჯერა, რომ განათლება ნათელი მომავლის შექმნას განაპირობებს. სწორედ ამიტომ, მიზნად დავისახეთ, ქართველი ახალგაზრდებისთვის შევქმნათ შესაძლებლობები და მივცეთ მათ წვდომა ხარისხიან განათლებაზე. ამ კუთხით ჩვენს ერთ-ერთ გამორჩეულ ინიციატივას „საქართველოს ბანკის“ სასტიპენდიო პროგრამა წარმოადგენს. მის ფარგლებში ჩვენ ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ სტუდენტს დავუფინანსებთ სწავლას მათთვის სასურველ მიმართულებებზე. ვიმედოვნებთ, ჩვენი ინიციატივა შესაძლებლობას მისცემს მათ, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, მიიღონ განათლება და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელი. ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტიპენდიის პროგრამაზე აპლიკაციების მიღება 11 ოქტომბრიდან დაიწყო, შერჩევის ეტაპი კი 22 ოქტომბერს დასრულდა. დამატებითი ინფორმაციის ნახვა როგორც GTU-ის ვებგვერდზე, ასევე უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდზეა შესაძლებელი. 5 გამარჯვებული სტიპენდიატის ვინაობას კი კომისია 4 დეკემბერს გამოავლენს.
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
შსს - ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ორი პირი უნებართვოდ შესვლას ცდილობდა , ერთ-ერთი ძალადობის ბრალდებით დაიჭირეს
ილონ მასკი ტრამპთან ერთად ჩინეთში Air Force One-ით გაემგზავრება
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



