|
2023-11-08 19:53:57, 1530 ნახვა
საზოგადოება
ნიკოლოზ გინტური მისი ძმის სავარაუდო მკვლელების სახელსა და გვარებს ასახელებს
ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა, ნიკოლოზ გინტური მისი ძმის სავარაუდო მკვლელების სახელებსა და გვარებს ასახელებს. ნიკოლოზ გინტურის თქმით, მას სანდო პიროვებისგან აქვს ინფორმაცია, რომ მისი ძმის მკვლელები ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო არიან. "მკვლელების გვარებს ვაჟღერებთ, საიდან მაქვს [ინფორმაცია] და სანდო პიროვნებიდან. რა ინფორმაცია მაქვს და : ვინ მოკლა, ვინ ესროლა, რამდენი წლისაა და სადაც ცხოვრობს, ყველაფერო გადმომიგზავნეს, რუსები არიან. მესაზღვრეები არიან, წოდებით მაიორი, ორმა ჩაიდინა ეს დანაშაული. ქართველ სამართალდამცავებთან არანაირი აზრი არ აქვს, რაზე ვაცნობო, აქ არავინ არ მოსულა და რა აზრი აქვს, ჩვენს ქართველს სამართალდამცავებს ვაცნობო?", - განაცხადა გინტურმა. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, "ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე". შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)