|
2023-11-07 16:48:02, 616 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, საქართველოში დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი იმართება
„საქართველოს ბანკი“ განაგრძობს დაცული ტერიტორიების მხარდაჭერას, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს ეკოსისტემის, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებას. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში გამართული დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტის მხარდამჭერია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით სამიტი დღეს დაიწყო. ღონისძიება მიზნად ისახავს საერთაშორისო ექსპერტების მიერ ეროვნული პარკების მართვის საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკების გაცნობასა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობას. შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს მსოფლიოს ეროვნული პარკების წარმომადგენლები ეწვივნენ აშშ-დან, გერმანიიდან, შვედეთიდან, რუმინეთიდან, მაკედონიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან და კორეის რესპუბლიკიდან. პროგრამა სამი დღე გაგრძელდება და 9 ნოემბერს დასრულდება. ღონისძიების ფარგლებში ექსპერტები ისაუბრებენ ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საერთაშორისო მოდელების, ეროვნულ პარკებში არსებული ტექნოლოგიების და ეკოტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის გზების შესახებ. სამიტი ორგანიზებულია ფონდის Global Conservation მხარდაჭერით. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: კავკასიის ბუნების ფონდი, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ზუკოვის ფონდი, (Succow Stiftung), USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, SABUKO. „საქართველოს ბანკი“, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. ჩვენი ღირებულება ისეთი ინიციატივების განხორციელებაა, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნება უკეთესი მომავლის შექმნა. ამასთან, სარგებელს მოუტანს საზოგადოებას, კომპანიასა და თანამშრომლებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ კავკასიის ბუნების ფონდთან და პარტნიორობის ფარგლებში, მხარს ვუჭერთ საქართველოს 12 დაცული ტერიტორიის განვითარებას. მოხარული ვართ, რომ დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტის მხარდამჭერები ვართ. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ინიციატივა შექმნის განვითარების, ახალი კავშირების დამყარებისა და დაცული ტერიტორიების არა მხოლოდ შენარჩუნების, არამედ მათი განვითარების შესაძლებლობებს“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელი. ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკი“, კავკასიის ბუნების ფონდთან თანამშრომლობით უკვე 12 წელია 12 დაცული ტერიტორიის − ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, თუშეთის, ვაშლოვანის, მტირალას, ჯავახეთის, ყაზბეგის, ალგეთის, კინტრიშის, მაჭახელისა და ფშავ-ხევსურეთის − მხარდამჭერია. ინიციატივის ფარგლებში, ხდება სხვადასხვა ადმინისტრაციული თუ ინფრასტრუქტურის გამართვის ხარჯების დაფარვა. „საქართველოს ბანკის“ და კავკასიის ბუნების ფონდის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის მოხდა: ადმინისტრაციული შენობების რეკონსტრუქცია, საგამოფენო სივრცეების განახლებული დიზაინით მოწყობა, ახალი ეკო-ტურისტული პროდუქტების შემუშავება და დანერგვის ხელშეწყობა, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომელთა წახალისება და დაცული ტერიტორიების და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ ცნობადობის ამაღლება.
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)