|
2023-11-07 15:50:04, 596 ნახვა
საზოგადოება
„ლიბერთის“ და „მთიელი წიგნების“ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი გრძელდება
„ლიბერთის“ და „მთიელი წიგნების“ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი გრძელდება. „ლიბერთის“ და „მთიელი წიგნების“ ერთობლივი პროექტის მიზანია მაღალმთიან სოფლებში, არც ერთი ბავშვი არ დარჩეს ყველაზე ძვირფასი საჩუქრის - წიგნის გარეშე. აღნიშნული პროექტი მთაში მცხოვრები ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის თანამედროვე ლიტერატურის და ბოლო დროის თარგმანების ადგილზე ჩატანას და ამ გზით მოზარდებში კითხვის სიყვარულის გაღვივებას ითვალისწინებს. „ლიბერთის“ ხელშეწყობით, მთელი წლის განმავლობაში, გურიის, აჭარისა და სამცხე- ჯავახეთის მაღალმთიანი 120 სოფლის 2647 ბავშვმა და 35 სასკოლო ბიბლიოთეკამ 7300 წიგნი მიიღო საჩუქრად. ამჯერად, ამ პროექტის ფარგლებში, სამცხე ჯავახეთის რეგიონში, კერძოდ 39 სოფელში მცხოვრებ 842 ბავშვს და 17 სასკოლო ბიბლიოთეკას გადაეცა სასურველი 2693 წიგნი. „ლიბერთის“ კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის მთავარი მიმართულება განათლების ხელშეწყობაა. მთიელი წიგნების გუნდთან ერთად ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ. თითოეული მოგზაურობის დროს კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ წიგნი მართლაც ღირებული საჩუქარია და მას დიდი სიხარული მოაქვს ბავშვებისთვის. „ლიბერთი“, კითხვის პოპულარიზაციას მომავალშიც შეუწყობს ხელს“, - აღნიშნავს თამარ ზაქარიაძე, „ლიბერთის“ კორპორაციული პასუხისმგებლობის ხელმძღვანელი. „მოხარული ვართ, რომ „მთიელი წიგნების“ მიერ წამოწყებული პროექტი „ლიბერთის“ მხარდაჭერით გრძელდება. გურიის და აჭარის მაღალმთიანი რეგიონების შემდეგ ამჯერად სამცხე ჯავახეთს ვესტუმრეთ. პროექტის დაწყებიდან მაღალმთიანი 225 სოფლის 4400-ზე მეტ ბავშვს და 90 სკოლის ბიბლიოთეკას გადავეცით სასურველი წიგნები. „ლიბერთისთან“ დამეგობრებით ჩვენი პროექტის მასშტაბი საგრძნობლად გაიზარდა და მომავალში უფრო მეტ ბავშვს ვაჩუქებთ ზუსტად იმ კონკრეტულ წიგნს, რომელზეც ისინი ოცნებობენ. ჩვენი მოგზაურობებიდან ნათლად ჩანს, რომ წიგნი ყველაზე ღირებული საჩუქარია და ცოდნას ყველაზე დიდი ძალა აქვს“, - განაცხადა გიორგი კივილაძემ „მთიელი წიგნების” თანადამფუძნებელმა. „მთიელი წიგნების“ შესახებ : „მთიელი წიგნები“ მეგობრების ჯგუფია, რომელიც ერთი წლის წინ გაიცნო საზოგადოებამ. თავს „წითელი ყველგანმავალის“ მგზავრებს უწოდებენ და ცდილობენ, მაღალმთიან სოფლებში არც ერთი ბავშვი არ დარჩეთ უსაჩუქროდ! მათთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი - წიგნი მიაქვთ. „ლიბერთი ბანკის“ შესახებ: „ლიბერთი“ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. „ლიბერთი“ ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)