|
2023-11-06 11:56:57, 869 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ კიბერუსაფრთხოების გუნდმა SANS CEE Cyber Tournament 2023-ზე იასპარეზა
SANS CEE კიბერუსაფრთხოების შესახებ ტურნირში, რომელშიც აღმოსავლეთ ევროპის 23 ქვეყნის გუნდები მონაწილეობდნენ, საქართველოს სახელით შეჯიბრზე "თიბისის" კიბერუსაფრთხოების ტექ გუნდი გამოვიდა. "თიბისის" გუნდმა საქართველოდან მონაწილე გუნდებს შორის პირველი ადგილი დაიკავა, უშუალოდ შეჯიბრზე კი - მე-15. "თიბისი ჯგუფი" შეჯიბრზე გუჯა მარკოზაშვილმა, გიორგი ბარბაქაძემ და ალექს ქისტაურმა წარადგინეს. "კონკურსის ფორმატი რთული ამოცანების სერიას მოიცავდა - სიმულაციაში კიბერუსაფრთხოების რეალური სცენარები იყო განხილული. ეს ამოცანები მოიცავდა შეღწევადობის ტესტირების სხვადასხვა ასპექტს - Exploit development, Reverse engineering, web app penetration testing და სხვა",- აცხადებს ალექს ქისტაური. 2-ეტაპიანი ტურნირის პირველ ეტაპზე დაახლოებით 800 ადამიანი მონაწილეობდა, მეორე, ფინალურ ეტაპზე მათგან 250 გადავიდა. "თიბისი", როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მხარს უჭერს თანამშრომლების პროფესიული განვითარებასა და საერთაშორისო, ინოვაციური გადაწყვეტების დანერგვას ყოველდღიურობის გამარტივებისთვის.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)