12:56 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-03 11:42:27, 602 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ ბარათით გადახდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამატებით კიდევ 6 რეგიონშია შესაძლებელი

'საქართველოს ბანკი", როგორც მომხმარებლის ინტერესებსა და საჭიროებებზე ორინეტირებული ბანკი მათ მორიგ სიახლეს სთავაზობს. 1 ნოემბრიდან "საქართველოს ბანკის" ბარათის მფლობელები საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას უკვე რეგიონებშიც შეძლებენ.

მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ "საქართველოს ბანკის" sCool, Student, Mastercard ან ვიზა ბარათით გადაიხადონ ქუთაისის, გორის, ფოთის, ბაკურიანის, ბორჯომისა და თელავის საზოგადოებრივ ტრანსპორტში. აღნიშნული სიახლით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ფიზიკური, ასევე ციფრული საფულის მეშვეობით და მომხმარებლები სტანდარტული ტარიფით ისარგებლებენ.

„საქართველოს ბანკი" მუდმივად ზრუნავს მომხმარებლისთვის კომფორტული სერვისების შექმნასა და უკვე არსებული პროდუქტების კიდევ უფრო განვითარებაზე. სწორედ ამ მიზნით, მომხმარებლებს მორიგი სიახლე შევთავაზეთ, ამიერიდან ჩვენი ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ უკვე რეგიონების საზოგადოებრივ ტრანსპორტში თანხა, ფიზიკური ან ციფრული საფულის მეშვეობით გადაიხადონ. აღნიშნული სიახლე, ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტად გაუმარტივებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ახალ პროდუქტებსა თუ სერვისებზე მუშაობას“, - აცხადებენ "საქართველოს ბანკში".

აღსანიშნავია, რომ "საქართველოს ბანკის" ბარათის გამოყენება აქამდე ისედაც შესაძლებელი იყო თბილისის, ბათუმის, ზუგდიდისა და რუსთავის საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ამ ქალაქებში სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის შეღავათიანი ტარიფი მოქმედებს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics