|
2023-11-01 17:29:35, 765 ნახვა
საზოგადოება
საბინე მახლი - რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია ძალიან ეფექტურად მიმდინარეობს, გაერო ნამდვილად აქებს საქართველოს მთავრობას
საქართველოში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში უამრავი პროგრესი, უამრავი ცვლილება განხორციელდა და ჩაეყარა საფუძველი უამრავ რეფორმას. შესაბამისად, რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია ახლა უკვე ძალიან ეფექტურად მიმდინარეობს,- ამის შესახებ გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინე მახლმა დღეს საერთაშორისო კონფერენციზე განაცხადა. მისი თქმით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია მუშაობს, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში ქალთა უფლებებისა და გენდერული ბალანსის დასაცავად. საბინე მახლმა აღნიშნა, რომ რეაბილიტაცისა და რესოციალიზაციის პროცესი წარმოუდგენელია მსჯავრდებულთათვის სასწავლო პროგრამებისა და პროფესიული გადამზადების ხელმისაწვდომობის, სტიგმატიზაციის დაძლევის გარეშე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია არა მარტო შესაბამისი პროგრამების არსებობა, არამედ მათი აღსრულება და რომ ამ თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობა სამაგალითოა. „საქართველო მნიშვნელოვან პროგრამებს ახორციელებს ამ მიმართულებით... ეს პროგრამები ძალიან კარგია და არა მარტო საკანონმდებლო დონეზე, არამედ პრაქტიკაშიც უნდა ხორციელდებოდეს და გაერო ნამდვილად აქებს საქართველოს მთავრობას ამ პროგრამების აღსრულების თვალსაზრისით. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ჩვენ თვითონაც ვმონაწილეობთ ამ კონკრეტულ ინიციატივებში",- აღნიშნა მან.
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური“ სანქციების პაკეტი გამოაცხადა
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)