|
2023-11-01 12:05:41, 571 ნახვა
საზოგადოება
კალაძის განცხადებით, თბილისში ვანდალიზმის შედეგად დაზიანებული საზოგადოებრივი საპირფარეშოების დემონტაჟი მოხდება
დედაქალაქში 36 ლოკაციაზე არსებული დაზიანებული საზოგადოებრივი საპირფარეშოების დემონტაჟი მოხდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, აღნიშნული რეტერატები ვანდალიზმის შედეგადაა დაზიანებული. „რამდენიმე წლის წინ, თბილისის მერიამ გაითვალისწინა საზოგადოების მოთხოვნა, ასევე, დედაქალაქში ტურისტული ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილის საჭიროება და ქალაქში შერჩეულ 36 ლოკაციაზე, აუქციონის საფუძველზე შერჩეული კომპანიის, „სითი ბოქსის“ მიერ დამონტაჟდა საზოგადოებრივი საპირფარეშოები. როგორც კომპანიის მიერ წარმოდგენილი განცხადებებით და ჩვენ მიერ განხორციელებული მონიტორინგით ირკვევა, აღნიშნული რეტერატები დაზიანებულია ვანდალიზმის შედეგად. ამ ფაქტების გამო, „სითი ბოქსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში, დაახლოებით, 150 განაცხადი აქვს წარდგენილი“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, რეტერატების დემონტაჟისა და აღნიშნული ლოკაციებიდან გატანის საკითხზე „სითი ბოქსთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ არაერთხელ აღადგინა დაზიანებული რეტერატები, გახშირებული ვანდალიზმის ფაქტების ფონზე, შეუძლებელი გახდა მათი გამართულად ფუნქციონირება. ამასთან, აღნიშნულ ადგილებში მერიის მიერ მოწყობილია თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელთანაც სრულიად შეუსაბამოა დაზიანებული რეტერატები. ამის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომპანიასთან, მათი დემონტაჟისა და აღნიშნული ლოკაციებიდან გატანის საკითხზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური“ სანქციების პაკეტი გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)