|
2023-11-01 11:13:10, 577 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი დასავლეთის სარდლობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
თავდაცვის ძალებში ინფრასტრუქტურის განვითარება და მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს - თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დასავლეთის სარდლობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს. უწყების ცნობით, ბურჭულაძემ სენაკის სამხედრო ბაზაზე დასრულებული და მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. "მინისტრმა მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე განახლებული ყაზარმის შენობა დაათვალიერა, რომელსაც კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა. ყაზარმის ოთახებში დაეგო ახალი იატაკი; განახლდა კედლები, ჭერი, განათების სისტემები; შენობა აღიჭურვა ახალი ინვენტარით. ბრიგადის ტერიტორიაზე გამოიცვალა საინჟინრო კომუნიკაციებიც. თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, სამხედრო ბაზაზე 300 მეტრი სიღრმის ჭაბურღილი გაკეთდა, რომელიც სამხედრო ბაზის წყლით მომარაგებას უზრუნველყოფს. მინისტრის განცხადებით, სხვადასხვა სამხედრო ბაზაზე ელექტროენერგიითა და წყლით მომარაგების დამოუკიდებელი წყაროების შექმნას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ინფრასტრუქტურის განახლებისა და მშენებლობის მიმართულებით ბოლო ოთხ წელიწადში დაახლოებით 360 მილიონი ლარი დაიხარჯა, რამაც ინფრასტრუქტურული ობიექტების მდგომარეობა თვისობრივად გააუმჯობესა. 2024 წელს, ამ მიზნით, თავდაცვის ბიუჯეტში 100 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული. მხოლოდ მიმდინარე წელს შენდება 20 ობიექტი და რემონტდება 50 ობიექტზე მეტი",- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)