|
2023-11-01 09:25:09, 769 ნახვა
მსოფლიო
პენტაგონის ცნობით, აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 300 ჯარისკაცს აგზავნის
ამერიკის შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში დამატებით 300 ჯარისკაცს აგზავნის. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის უწყების პრესსპიკერმა, პატრიკ რაიდერმა განაცხადა. რაიდერის თქმით, ჯარისკაცები ისრაელში არ ჩავლენ, რადგან მათი გაგზავნის მიზანი აშშ-ის თავდაცვის ძალების გაძლიერებაა. "შემიძლია გამოვაცხადო გადაწყვეტილება აშშ-ის ცენტრალური სარდლობის რეგიონში დამატებითი 300 ჯარისკაცის განლაგების შესახებ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ განვიხილავთ ამ ძალების განლაგებას კონკრეტულ ადგილებზე, მაგრამ შემიძლია დავადასტურო, რომ ისინი არ მიდიან ისრაელში. ჯარისკაცების გაგზავნის მიზანია, მხარი დაუჭიროს რეგიონულ შეკავების ძალისხმევას და კიდევ უფრო გააძლიეროს აშშ-ის ძალების დაცვის შესაძლებლობები", - განაცხადა რაიდერმა. მისივე თქმით, ოქტომბერში ერაყსა და სირიაში აშშ-ის ჯარების წინააღმდეგ 27 თავდასხმა განხორციელდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)