|
2023-10-31 10:09:49, 929 ნახვა
მსოფლიო
იაპონიამ „ჰამასთან“ დაკავშირებულ 9 პირსა და კომპანიას სანქციები დაუწესა
იაპონიამ ტერორისტულ დაჯგუფება "ჰამასთან" დაკავშირებულ 9 პირსა და კომპანიას სანქციები დაუწესა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, სანქცირებულთა შორის არიან "ჰამასის" წევრები, მათი დამფინანსებლები და Buy Cash Money and Money Transfer Company, რომელიც ფულის გადარიცხვასა და ციფრული ვალუტის, მათ შორის ბიტკოინის გაცვლის სერვისებს უზრუნველყოფს. იაპონიის საგარეო უწყების ცნობითვე, აღნიშნულ პირებსა და კომპანიას გაეყინებათ აქტივები, ხოლო ყველა სანქცირებული სუბიექტი ტერორისტადაა აღიარებული. აღსანიშნავია, რომ ეს იაპონიის მიერ ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასისთვის" დაწესებული პირველი სანქციებია. შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ჰამასისა“ და ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)