|
2023-10-30 17:07:56, 838 ნახვა
საზოგადოება
EPTA: მომავალ წელს კონფერენციას საქართველო უმასპინძლებს
პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანება (EPTA) იუსტიციის სასწავლო ცენტრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. „მოხარული ვართ, გაგიზიაროთ, რომ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი (TCJ) დათანხმდა EPTA-ს თავმჯდომარეობას 2024 წელს. EPTA-ს მე-17 წლიური კონფერენცია საქართველოში გაიმართება", – აღნიშნულია ვებგვერდზე. როგორც ცნობილია, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი EPTA-ს თავმჯდომარე გახდა. იუსტიციის სასწავლო ცენტრი ორგანიზაციას ერთი წლის ვადით, 2024 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. EPTA-ს თავმჯდომარის ეგიდით, იუსტიციის სასწავლო ცენტრს საშუალება ექნება, ხელი შეუწყოს პენიტენციურ სისტემაში ინოვაციური სასწავლო მეთოდებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას. EPTA 2010 წელს დაარსდა და ევროსაბჭოს წევრ 36 ქვეყანას აერთიანებს. ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის მასშტაბით პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით. ინფორმაცია სრულად: https://www.epta.info/
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)