|
2023-10-30 15:05:20, 658 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვა - ინფორმაცია, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით ვერ სარგებლობენ, სიცრუეა
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით ვერ სარგებლობენ, არის სიცრუე და დეზინფორმაცია,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების განცხადების თანახმად, ყველა ოჯახი, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა ბავშვის საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით, დაკმაყოფილებულია. "აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრომ, მიმართა საფრანგეთში საქართველოს საელჩოს. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საფრანგეთში იმყოფებიან ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები და სახელმწიფომ მათთვის საჭირო სამედიცინო მომსახურება ვერ უზრუნველყო, არ დასტურდება. საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს უმნიშვნელოვანეს პროგრამას, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის, დიაგნოსტიკის ხარჯებს სრულად აფინანსებს ისე, რომ მშობელს სამედიცინო მომსახურებაში თანხის გადახდა არ უწევს. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვის, ისრაელის, ესპანეთის და თურქეთის წამყვან კლინიკებში სრულ მკურნალობას. დღევანდელი მონაცემებით, პროგრამაში, 13 ოჯახია ჩართული. სამი ბავშვი უახლოეს დღეებში გაემგზავრება ესპანეთის და თურქეთის კლინიკებში, ოთხ ბავშვთან დაკავშირებით კი, კლინიკებთან კონსულტაციები მიმდინარეობს და ისინიც, უახლოეს დღეებში, დაიწყებენ მკურნალობას, საზღვარგარეთ, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. ხაზგასასმელია, რომ არცერთი ბავშვი საჭირო სერვისის გარეშე არ დარჩენილა. საჭიროების შემთხვევაში, ოჯახმა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს. სახელმწიფო მზად არის, სრულად დააფინანსოს ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვის მკურნალობა, დიაგნოსტიკა და ყველა სამედიცინო მომსახურება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ",- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)