12:49 - 17 Aug, 2026
|
2023-10-30 12:14:41, 606 ნახვა
საზოგადოება
მერია - მეტეხის გვირაბში სარეაბილიტაციო სამუშაოების დრო გახანგრძლივდა
მეტეხის გვირაბში სარეაბილიტაციო სამუშაოების დრო გახანგრძლივდა, რის გამოც, 31 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, 00:00-დან 06:00 საათამდე რიყეზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, მოძრაობა შეიზღუდება მშვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან, კერძოდ, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის კვეთიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და იალბუზის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. „მტკვრის მარცხენა სანაპიროდან (რიყეზე გამავალი გვირაბიდან) იალბუზის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ ევროპის მოედნის მიმართულებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)