|
2023-10-29 15:07:48, 665 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე კლასიკური ავტომობილების შოუს დაესწრო
თბილისის მერიის მხარდაჭერით, რესპუბლიკის მოედანზე კლასიკური ავტომობილების შოუ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ავტომოყვარულებს მოედანზე 150 რეტრო მანქანა დახვდათ გამოფენილი. ღონისძიებას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე დაესწრო. მისი თქმით, ბოლო წლებში, კლასიკური ავტომობილების შესახებ არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა მომზადდა, რომლის ერთ-ერთი ავტორი და აღნიშნული ღონისძიების თანაორგანიზატორი პარლამენტის წევრი, არჩილ თალაკვაძე იყო. „საქართველოში ძალიან უყვართ ავტომობილები, განსაკუთრებით კი კლასიკური ავტომობილები. დედაქალაქის მერია მხარს უჭერს აღნიშნულ პროექტს. თუ გადავხედავთ სტატისტიკას, საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში ძალიან გაიზარდა ისტორიული ავტომობილების რაოდენობა. დღევანდელი ღონისძიებაც ამაზე მეტყველებს. დღეისთვის, 250 ადამიანი არის გაწევრიანებული აღნიშნულ კლუბში. ჩვენის მხრივ ხელს შევუწყობთ ასეთი პროექტების განხორციელებას, რომ ამ მიმართულებით მეტი ადამიანი იყოს დაინტერესებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. ღონისძიებაზე კახა კალაძე შვილთან და ვიცე-მერთან, ირაკლი ხმალაძესთან ერთად იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)