|
2023-10-28 15:06:21, 984 ნახვა
სამართალი
დევნილთა სააგენტომ სადაზღვევო კომპანია ,,არდისა“ და სამშენებლო კომპანია „ჯი დი ჯგუფს“ სასამართლო დავა მოუგო
დევნილთა სააგენტომ სადაზღვევო კომპანია ,,არდისა“ და სამშენებლო კომპანია „ჯი დი ჯგუფს“ სასამართლო დავა მოუგო. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს "ჯი დი ჯგუფს 2 638 671.30 ლარის ხოლო შპს "არდი დაზღვევას" 8 363 821,20 ლარის გადახდა დაეკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღსანიშნავია, რომ „არდიმ“ ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული 8 363 821 ლარი აანაზღაურა. „ჯი დი ჯგუფის“ მიერ კი, თანხის ანაზღაურება ეტაპობრივად მიმდინარეობს. "დევნილი ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით, 2018 წელს, სამშენებლო კომპანია „ჯი დი ჯგუფთან“ ორი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლებიც ჯამში, 144 ბინის შესყიდვას ითვალისწინებდა. კომპანიას წარმოდგენილი ჰქონდა სადაზღვევო კომპანია „არდის“ ავანსის და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიები. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს ვერ შეასრულებდა, საბანკო გარანტია, ავანსის სახით გაცემული თანხის სრულად დაბრუნებას ითვალისწინებდა. კომპანიას საავანსო თანხა, სწორედ, საბანკო გარანტიის საფუძველზე გადაერიცხა. ორივე შემთხვევაში, კომპანიამ სამუშაოები არ შეასრულა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, შესაბამისად დაეკისრა, როგორც ავანსად გადახდილი თანხის ანაზღაურება, ასევე, ჯარიმა.დაკისრებული მოთხოვნა „ჯი დი ჯგუფის“ და სადაზღვევო კომპანია ,,არდის“ მიერ არ შესრულდა, რის შემდეგაც შეწყდა ხელშეკრულება და დევნილთა სააგენტომ მიმართა სასამართლოს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე მხარეებს სააგენტოს სასარგებლოდ 11 002 492 ლარის გადახდა დაეკისრათ, მათ შორის სადაზღვევო კომპანია ,,არდი დაზღვევას“- 8 363 821, ხოლო კომპანია შპს ,,ჯი დი ჯგუფს“ 2 638 671 ლარი. სასამართლო გადაწყვეტილება მოპასუხეების მიერ ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრდა. უზენაესმა სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
კობახიძე - ციხეებში ვერავითარი აჟიოტაჟი ვერ შექმნეს - ვითარება ბოლომდე კონტროლის ქვეშაა
რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეა
ხოშტარია ციხეში არსებულ ვითარებაზე საუბრობს, საზოგადოებას კონკრეტული ნაბიჯებისკენ მოუწოდებს
მაჭავარიანი დავითაძეზე: ეს ინტრიგანი ადამიანი ვერ გამოიწვევს საზოგადოების პროტესტს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)