|
2023-10-27 17:43:28, 978 ნახვა
მსოფლიო
ნაუსედა ორბანზე - უცნაურია ფლირტი იმ რეჟიმთან, რომელმაც უკრაინაში სისასტიკე ჩაიდინა
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის გამო აკრიტიკებს. ნაუსედას განცხადებით, "ფლირტი იმ რეჟიმთან, რომელმაც უკრაინაში სისასტიკე ჩაიდინა, უკიდურესად უცნაურია". "უკიდურესად უცნაურია, რომ ჩვენ ვიწყებთ ფლირტს იმ რეჟიმთან, რომელმაც სისასტიკეები ჩაიდინა უკრაინის ტერიტორიაზე. ეს ძალიან ცუდ მესიჯს უგზავნის, პირველ რიგში, საერთაშორისო საზოგადოებას, თუმცა ასევე, თავად უკრაინას, რომელიც თავისუფლებისა და საკუთარი სუვერენიტეტისთვის იბრძვის, რაც ნიშნავს, რომ ის ჩვენი თავისუფლებისთვისაც იბრძვის",- თქვა გიტანას ნაუსედამ. აღსანიშნავია, რომ ვიქტორ ორბანი ასევე გააკრიტიკა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა, ქსავიე ბეტელმაც და თქვა, რომ "ის, რაც ორბანმა გააკეთა ყველა უკრაინელი ჯარისკაცისა და უკრაინელისთვის შუა თითის ჩვენებაა". ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს 17 ოქტომბერს, ჩინეთში, „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ფორუმის ფარგლებში შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)